ვახტანგ გორგასლის ქუჩის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო არეალი თაყაიშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთს მოიცავს.
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატთან, რესან კონცელიძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ჭები, რეაბილიტირდება დაზიანებული ტროტუარები, ბორდიურები და ველობილიკი.
სამუშაოებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება.
პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.