დამეგობრებული ქალაქები

ქ. ბარი - იტალია. 1987 წელი

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, განათლება, კულტურა, ტურიზმი.


ქ. ბარი - საპორტო ქალაქი სამხრეთ იტალიაში, აპულიას რეგიონისა და ბარის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობის რაოდენობა 13,719 ადამიანი. ქ.ბარის ეკონომიკა ძირითადათ დამოკიდებულია ბარის პორტზე, სარკინიგზო კვანძზე და სოზინას გვირაბზე. ბარში ხდება ზეითუნის ზეთისა და ბროწეულის წვენის წარმოება. იგი, აგრეთვე, მდიდარია ციტრუსით.

ქ. სან-სებასტიანი - ესპანეთი. 07.06.1987 წელი

ქ. სან-სებასტიანიáგიპუზკოას პროვინციის დედაქალაქია (ბასკეთის ესპანური ავტონომიური გაერთიანება). ქალაქი მდებარეობს ესპანთის ჩრდილოეთით, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 182,930 ადამიანს. სან-სებასტიანი თავისი შესანიშნავი სანაპირო ზოლით, ცნობილი საზღვაო კურორტია.

ქ. სავანა - აშშ, ჯორჯიას შტატი. 1992 წელი

აშშ-ის ერთ ერთი შტატის, ჯორჯიას ქლაქი, რომლის მოსახლეობაც 136 ათას შეადგენს. მისი ფართობია 202,3 კვადრატული კილომეტრია. მდებარეობს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე.

ქ. პირეი -საბერძნეთი. 01.03.1996 წელი

ქ. პირეი პირეის პრფექტურის დედაქალაქია. იგი მდებარეობს ათენის სამხრეთით და წარმოადგენს მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს, ათენის ინდუსტრიულ ცენტრს. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 175,697 ადამიანს.

ქ. კისლოვოდსკი - რუსეთი. 25.10.1997 წელი

კისლოვოდსკი მდებარეობს სტავროპოლის მხარეში, ჩრდილოეთ კავკასიაში, შავსა და კასპიის ზღვებს შორის. იგი წარმოადგენს საკურორტო ქალაქს, მდიდარია მინერალური წყლებით. 2006 წლის მონაცემებით სტავროპოლის მოსახლეობის რაოდენობაა 128,9 ადამიანი.

ქ. ტრაპიზონი - თურქეთი. 20.04.2000 წელი

ქ. ტრაპიზონი ტრაპიზონის პროვინციის დედაქალაქია. იგი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 214,949 ადამიანს. ტრაპიზონი თხილისა და ჩაის ექსპორტიორი ქალაქია. აგრეთვე, აქ მოიპოვებენ ქაფშიას, რითაც მარაგდება მთელი თურქეთი.

ქ. ვანაძორი - სომხეთი. 16.11.2006 წელი

ხელშეკრულება ითვალისწინებს:
აქტიური თანამშრომლობას, ტურიზმის, სპორტის, განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში;
ქალაქ ვანაძორისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიების კეთილმოწყობისთვის ურთიერთდახმარებას;

ორივე ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის ერთმანეთის თანადგომასა და ხელშეწყობას;

ქალაქებისათვის ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური პროექტების შემუშავებას, განხილვასა და განხორციელებას; …სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან აქტიურ თანამშრომლობას.

ქ.ვოლოსი - საბერძნეთი. 29.07. 2007 წელი

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, ტურიზმი.

ქ. იალტა _ უკრაინა. 29.01.2008 წელი

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ეკოლოგია, ტურიზმი, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი.

ქ. ბურგასი – ბულგარეთი. 04.11.2009 წელი

ბურგასი არის ქალაქი და ნავსადგური ბულგარეთში, ბურგასის ყურის სანაპიროზე. ბურგასი ქვეყნის მნიSვნელოვანი თევსაჭერი ბაზა და საკურორტო ზონაა.

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.

ქ. მარბელლა – ესპანეთი. 27.07. 2010 წელი

მარბელა არის ანდალუსიას ქალაქი, ესპანთეში, იგი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და მისი მოსახლეობა შეადგენს 135, 000

თანამSრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.

ქ. კუშადასი – თურქეთი. 15.10.2010 წელი

კუშადასი არის თურქეთის ქალაქი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს ისეთი ანტიკური ქალაქების მახლობლად, როგორებიცაა: ეფესი, მილეტი, ლიდიმი. კუშადასიდან 30 კილომეტრში მდებარეობს უნიკალური ნაციონალური პარკი, რომლისგანაც მოჩანს ბერძნული კუნძული სამოსი.

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი.

ქ. ვერონა – იტალია. 17.12.2010 წელი

ვერონა _ ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. წარმოადგენს რეგიონის შვიდი პროვინციული დედაქალაქიდან ერთ-ერთს. მისი მოსახლეობა 265 410 ადამიანს შეადგენს.

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.

ქ. ორდუ – თურქეთი. 26.02.2011 წელი

ორდუ არის ქალაქი თურქეთში, რომლის მოსახლეობა 130.000 შეადგენს. არის ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი განლაგებულია შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე

თანაშSრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.

ქ. ტერნოპოლი. – უკრაინა 26.08.2011 წელი

ტერნოპოლი არის ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სიდიდით არის მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში.

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.

ნიუ ორლეანი – აშშ 03.05.2012 წელი

ნიუ ორლეანი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ნავსადგურია, რომელიც მდებარეობს ლუიზიანას შტატში. 

ქ. იალოვა – თურქეთი 25.05.2012 წელი

ქ.იალოვა   ჩრდილოეთ–დასავლეთ თურქეთში,  მარმარილოს ზღვის რეგიონში მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი იალოვა . პროვინციას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მარმარილოს ზღვა. სამხრეთით ბურსას პროვინცია , ხოლო აღმოსავლეთიდან  ქოჯაელის პროვინცია.

ქ. ნახჭევანი – აზერბაიჯანი 08.06.2012 წელი

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა - ტერიტორიული ანკლავი. დასავლეთით მისი მოსაზღვრეა თურქეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — სომხეთი, სამხრეთით — ირანი. ფართობი — 5,5 ათასი კმ². ნახჭევანის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე არაქსი. მოსახლეობა — 370 ათასი; ძირითადად აზერბაიჯანელები, რუსები. ადმინისტრაციულად იყოფა 6 რაიონად. რესპუბლიკაში 4 ქალაქია, დედაქალაქი — ნახჭევანი.

ქ. აშდოდი - ისრაელი 07.05.2012 წელი

ქალაქი ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თელ-ავივიდან 30კმ-ით სამხრეთით. აშდოდის პორტი უდიდესია მთელს ისრაელში და მთელი იმპორტის 6% შედის. აშდოდი დაარსდა 1956 წელს, თუმცა ქალაქის სტატუსი მხოლოდ 1968 წელს მიიღო.

ქ. დაუგავპილსი – ლატვია 03.08.2012

ქ. დაუგავპილსი სამხრეთ აღმოსავლეთ ლატვიაში მდებარეობს.  რიგის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქია . დაუგავპილსი ლატვიის  მთავარი სარკინიგზო და  ინდუსტრიული ცენტრია.

ქ. როსტოკი - გერმანია. 2012 წელი

ქ. როსტოკი მდებარეობს გერმანიაში უდიდესია მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში. როსტოკი იყო გდრ-ის უდიდესი ნავსადგური. მდებარეობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე. შედგება 8 ადმინისტრაციული რაიონისაგან. როსტოკის ფართობია 181.44 კვ.მ, მოსახლეობა კი, 199. 097 კაცია.

ქ. დონეცკი – უკრაინა. 25.08.2013

დონეცკი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც მდინარე კალმიუსზეა გაშენებული. იგი არის დონეცკის ოლქის დედაქალაქი. დონეცკი 358 კვ. მეტრ ფართობზეა გადაჭიმული და მისი მოსახლეობა 969 000 ათას კაცს შეადგენს.

მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ქალაქს გასასვლელიუ აქვს წითელ ზღვაზე. შარმ-ელ-შეიხი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია, მოსახლეობა შეადგენს 35 000 ადამიანს. წარმოადგენს სამხრეთ სინაის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქს.

პრაღა 1- ჩეხეთის რესპუბლიკა. 2013 წელი

პრაღა 1 მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკაში და წარმოადგენს ჩეხეთის დედაქალაქის ერთ-ერთ საქალაქო რაიონს. პრაღა 1 პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და წარმოადგენს ქალაქის ისტორიულ ნაწილს. პრაღა 1-ის ფართობი 5.53 კვ.მ-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 32 552 კაცი.

ურუმჩი - ჩინეთი. 2015 წელი

ურუმჩი ჩინეთის პროვინცია სინიანის დედაქალაქია. იგი სავაჭრო ქალაქს წარმოადგენს, რომელიც ფლობს უდიდეს ბიზნეს და სავაჭრო ცენტრებს. ურუმჩიში მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქარის ენერგიის ცენტრი. შედგება 7 რაიონისა და 1 მაზრისაგან. ფართობი 15 173,13 კვ.მ-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 3 112 559 კაცი.

ქ. იურმალა - ლატვია. 27.11.2014

Jūrmala ნიშნავს "ზღვის ნაპირს", "პლაჟს". მდებარეობს  რიგის მახლობლად. იურმალა საკურორტო ქალაქია, რომელიც 32 კილომეტრზეა გადაჭიმული და მოქცეულია რიგის ყურესა და მდინარე ლეილუპეს შორის.

ქ. ბრესტი - ბელარუსი. 24.04.2015

ბრესტის ოლქისა და ბრესტის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან. არის მსხვილი სატრანსპორტო კვანძი, მდინარე მუხავეცის სამდინარო პორტი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრი. ქალაქს მდიდარი და უძველესი ისტორია აქვს, პირველად ისტორიულ წყაროებში 1019 წელსაა ნახსენები.

ქ. პაფოსი - კვიპროსი. 2016 წელი

ქ. პაფოსი მდებარეობს კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და წარმოადგენს ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად კატო პაფოსი (ქვემო პაფოსი) და პანო პაფოსი (ზემო პაფოსი). ზემო ქალაქში, სადაც მდებარეობს ქალაქის ცენტრი, განლაგებულია ადმინისტრაციული ნაგებობები. ქვემო ქალაქში, კი ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილი. პაფოსის ფართობი 400 კვ.მ-ია. მოსახლეობის რაოდენობა -  47 000 კაცია.

ქ. ნისა - პოლონეთი. 2017წ.

 

ქ. ნეთანია - ისრაელი. 2018წ.

 
30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.