სიახლეები
გამოქვეყნებულია 29 მარ, 2023
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
ძლიერი ქარის შედეგად გუშინ მრავალბინიანი და კერძო სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, საგზაო ნიშნები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, სადენები და მრავალწლოვანი ხეები დაზიანდა. 
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად განხორციელდა წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს დასუფთავების ღონისძიებები.
ასევე ხორციელდება წაქცეული საგზაო ნიშნების საყრდენი ბოძების აღდგენითი სამუშაოები. დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისან გასუფთავება და მომზადება გადახურვის სამუშაოების დასაწყებად.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები. ქალაქის მასშტაბით გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.
გამოქვეყნებულია 29 მარ, 2023
სტიქიის შემდგომ ქალაქის დასუფთავების ღონისძიებები მიმდინარეობს
სტიქიის შემდგომ ქალაქის დასუფთავების ღონისძიებები მიმდინარეობს - ფოტოგალერეა
გამოქვეყნებულია 28 მარ, 2023
ძლიერი ქარი ბათუმში
ძლიერმა ქარმა ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გარკვეული პრობლემები შექმნა. დაფიქსირდა სახურავების გადახდისა და ხეების წაქცევის ფაქტები, რის გამოც რიგ ქუჩებზე შეფერხებული იყო მოძრაობა. გამწვანების სამსახური ახორციელებს ხეების გატანის სამუშაოებს. რამდენიმე ლოკაციაზე დაზიანდა ელექტროსადენები და ელექტროგადამცემი ბოძები. უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. მერიის შესაბამისი სამსახურები  საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
გამოქვეყნებულია 28 მარ, 2023
ქალაქის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები
▪️ ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე ლერმონტოვიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.
▪️ ასფალტის საფარის დაგება ხორციელდება გორგასლის ქუჩაზე - ვაჟა-ფშაველადან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
▪️ ქალაქის მასშტაბით დაზიანებული ქუჩის მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
▪️ სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს ხახულის მეორე შესახვევსა და ივანე მესხის ქუჩებზე.
▪️ დაზიანებული ფანჩატურების რეკონსტრუქცია-აღდგენა გრძელდება.
▪️ ლუკა ასათიანის ქუჩაზე იხაზება ველობილიკი.
▪️ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16 ლოკაციაზე, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
▪️ საგზაო ნიშნები ასევე განთავსდა ბაგრატიონისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე, ს. ხიმშიაშვილისა და სეიდიშვილის ქუჩების კვეთაში.
▪️ ბათუმში ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ქუჩების, სკვერებისა და ტროტუარების დაგვა-დასუფთავება.
▪️ ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაში მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გამოქვეყნებულია 28 მარ, 2023
სამუშაო შეხვედრა ბათუმის მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შემუშავების თაობაზე
ბათუმის მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შემუშავების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების ადგილობრივ დონეზე დანერგვის საკითხების განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ღიად და საჯაროდ, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ -აღნიშნული რეზოლუცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო და მისი განუყოფელი ნაწილია მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები. დოკუმენტი წარმოადგენს მსოფლიო ხალხების მოწოდებას შიმშილის აღმოფხვრის, პლანეტის დაცვის, ასევე, საყოველთაო მშვიდობისა და განვითარებისათვის. რეზოლუციას საქართველოც შეუერთდა, რაც ითვალისწინებს 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. საქართველომ მოახდინა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია, ეროვნულ სტრატეგიებში მათი ინტეგრაცია, ამოცანების შესრულების მონიტორინგის, პროგრესის შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბება.

მდგრადი განვითარების მიზნების ბათუმის მუნიციპალური დოკუმენტი შესაბამისი ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში შემუშავდება და შემდეგ დამტკიცდება.
გამოქვეყნებულია 27 მარ, 2023
ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობის პროგრამა

ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობის პროგრამა


გამოქვეყნებულია 27 მარ, 2023
გამოქვეყნებულია 26 მარ, 2023
ბათუმი ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩს უმასპინძლებს
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიება საქართველოში გაიმართება. ბათუმისთვის  დიდი პატივია ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩის მასპინძლობა. მსგავსი ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მთელ მსოფლიოს გავაცნოთ როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე ჩვენი ულამაზესი ქალაქი, რომელიც ღირსეული მასპინძელი იქნება. ჩემპიონატი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. აქვე მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს 21 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში და ურთულეს ჯგუფში უწევს ასპარეზობა. 
ბათუმში დიდი მოლოდინია და განსაკუთრებული მზადყოფნაა, რათა ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდეს. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ შესაძლებლობისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობასა და სპორტისა და განათლების სამინისტროს.
გამოქვეყნებულია 26 მარ, 2023
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მონღოლეთი დაამარცხა...
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მონღოლეთი დაამარცხა.
გამოქვეყნებულია 24 მარ, 2023
ქალაქის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები
▪️ ბაგრატიონის ქუჩაზე, ჯავახიშვილიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში, გრუნტის გამოცვლა მიმდინარეობს.
▪️ საბავშვო ბაღების მშენებლობა 3 მისამართზე ხორციელდება.
▪️ აქტიურად გრძელდება ავარიული სახლების მშენებლობა-გამაგრება.
▪️ გორგილაძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
▪️ გრიბოედოვის ქ. #28-ში მდებარე ატრაქციონის ირგვლივ კაუჩუკის საფარი იგება.
▪️ ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა ზუბალაშვილისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე სრულდება.
▪️ წერეთლის, იმედაშვილისა და ხიმშიაშვილის ქუჩებზე მდებარე ეზოებში ასფალტის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
▪️ მაჭავარიანის ქუჩასა და თოდოგაურის დასახლებაში ხიდების მოწყობა გრძელდება.
▪️ ფერდსამაგრი და ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
▪️ გრძელდება წყალშემკრები და წყალსაწრეტი მილების აღდგენა-შეკეთება.
▪️ ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩებზე ავტობუსის მოსაცდელების მოწყობა დაიწყო.
▪️ ჯავახიშვილის ქუჩაზე 30-მდე ხე-მცენარე დაირგო.
გამოქვეყნებულია 24 მარ, 2023
უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს
ეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს.
ბათუმი, ევროპის მოედანი; 26 მარტი, 19:00
გამოქვეყნებულია 24 მარ, 2023
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო 120 წლისაა
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო 120 წლისაა.
თარიღთან დაკავშირებით, დამსახურებული ექიმის, აკაკი ბერიძის ვარსკვლავი და ღვაწლმოსილი ექიმების სახელების უკვდავსაყოფად მონუმენტი გაიხსნა.
გამოქვეყნებულია 24 მარ, 2023
არჩილ ჩიქოვანის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება
“სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად გავეცანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობის პროცესს. ასევე ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მსურს მადლობა გადავუხადო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიას გამოცდილების გაზიარებისა და გულთბილი მიღებისთვის“ - არჩილ ჩიქოვანი.
გამოქვეყნებულია 24 მარ, 2023
არჩილ ჩიქოვანის ვიზიტი სტრასბურგში
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარულ სესიას დავესწარი, რომელიც კონგრესის პრეზიდენტმა ლინდერტ ვერბეკმა გახსნა.
საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, სესიაზე განიხილეს გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული რეგიონული სტრატეგიები, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მნიშვნელობა გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნები და სხვა საკითხები.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, ჩაერთნენ საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის თემაზე გამართულ დისკუსიებში, რის შემდეგაც სხდომის მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოდან ახალგაზრდა დიპლომატებთან ერთად, ასევე შეხვედრა გავმართეთ ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელთან, თამარ ტალიაშვილთან“ - არჩილ ჩიქოვანი.
#COECongress2023
გამოქვეყნებულია 23 მარ, 2023
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვისტიციები 37%-ით გაიზარდა
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვისტიციები 37%-ით გაიზარდა.
30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.