ივლ 13, 2022

240 სამშენებლო სამართალდარღვევა - 6 თვის ანგარიში

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში 240 ობიექტი გადამოწმდა. მათ შორის 102 ობიექტზე სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა; კერძოდ:
    ➢ 59-უნებართვო მშენებლობა;
    ➢ 43-პროექტის დარღვევა;
მიმდინარე წელს გამოვლენილი 59 უნებართვო მშენებლობიდან, 14 ობიექტის მიმართ საქმისწარმოება შეწყდა; ხოლო 45 ობიექტზე ამ დრომდე მიმდინარეობს;
პროექტის დარღვევით მიმდინარე 43-ი სამშენებლო ობიექტიდან 7-ზე, დარღვევა გამოსწორდა და საქმისწარმოება შეწყდა; ხოლო 36 ობიექტზე მიმდინარეობს.








გაზიარება

მსგავსი პოსტი

მაი 1, 2022

მოქალაქეთა მიღება

მოქალაქეთა მიღება - შეხვედრის ჩასანიშნად დარეკეთ ნომერზე - 0422 27 01 19.
ივლ 6, 2022

უნებართვო, უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი

➢ უნებართვო, უსახური კონსტრუქციების ქუჩებიდან გატანა გრძელდება. აღნიშნულ ნივთებს ტროტუარზე სავაჭრო დახლების დანიშნულებით იყენებენ  და ქუჩაში ანტისანიტარიას ქმნიან.
➢ საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები, ტურისტულ ზონაში მოქალაქების გადაადგილებას უშლის ხელს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.
➢ უსახური სავაჭრო დახლების გატანა ეტაპობრივად ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან განხორციელდა.
➢ მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო კონსტრუქციებზე მონიტორინგს ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს.






ივლ 2, 2022

ბათუმში უხვი ნალექის სალიკვიდაციო სამუშაოები

ბათუმში დროის მცირე პერიოდში მოსული უხვი ნალექის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა რამდენიმე ქუჩაზე. ,,ბათუმის წყლის" მობილურმა ჯგუფებმა ამოტუმბვითი და სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. ძლიერი წვიმის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. შეზღუდვა არ დაფიქსირებულა წყალმომარაგებაში.
ივლ 20, 2022

ტრაილერებისა და მძიმე ტექნიკის მონიტორინგი

• ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად მოწყობილი პარკირების ზონიდან ტრაილერებისა და სპეცტექნიკის გაყვანა მიმდინარეობს. სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა გოგოლის ქუჩაზე, სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომზე ხორციელდება.
• მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს აღნიშნული ტრანსპორტის მძღოლებს, ნუ ჩახერგავენ ცენტრალურ ქუჩებს დიდი ავტომობილებით და მძიმე ტექნიკა სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე გააჩერონ.
• თვითნებურად მოწყობილ პარკირების ზონებზე მონიტორინგს პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად ახორციელებს.







ივლ 27, 2022

უნებართვო ღობეების დემონტაჟი

✓ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული ღობეების დემონტაჟს განაგრძობს. მონიტორინგის შედეგად, ამ ეტაპზე თვითნებურად მიტაცებული 14 ერთეული მიწის ნაკვეთი, თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა.
✓ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწის მითვისების ფაქტზე, მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით დემონტაჟი სულ 50-მდე ობიექტზე განახორციელა.
✓ აღნიშნული სამართალდარღვევა ფიზიკური/იურიდიული პირის მიმართ 1000-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.






30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.